The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოტია კახაძე

ოტია კახაძე
დაბადების თარიღი:28 მარტი, 1918
გარდაცვ. თარიღი:28 ოქტომბერი, 2003  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1945 წელს. იმავე წელს ჩაირიცხა და 1948 წელს დაამთავრა ასპირანტურა. 

 1948-1964წწ. მუშაობდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინტიტიუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში, ხოლო 1964 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე - მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილებაში წამყვან მეცნიერ თანამშრომელად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლეზგიური ენის კურსს. აქტიურად მონაწილეობდა "ქართული ენის განმარტებით ლექსიკონის" რვატომეულის შედგენაში (საქართველოს სახელმწიფო პრემია). ავტორია 200-მე მაღალი მეცნიერული დონის ნაშრომისა ქართველურდამთის იბერიულ-კავკასიურ ენათა აღწერითი და ისტორიული შედარებითი შესწავლის აქტუალურ საკითხებზე. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1973). 

საკანდიდატო დისერტაცია თემა - " პურეულის ლექსიკა ქართულში", დაიცვა 1949 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნის მონათესავე ენათა შორის", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 446; იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება XXXVII / თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი.-თბ.,2009.-323 (ice.ge)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - საქართველოს სახელმწიფო პრემია (ერთობლივი გამარჯვება)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: