The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ყორღანაშვილი

დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:17??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ის კარზე დაახლოებული პირი, ამილახვარი; ენერგიულად იღვწოდა სამეფო სახლის მეურნეობის გასამართავად; ჰქონდა სასახლე თბილისში და ბაღები კრწანისსა და ორთაჭალაში, საიდანაც დიდი შემოსავალი შემოდიოდა; გააშენა თუთის ხის პლანტაციები და დიდი მასშტაბით განავითარა მეაბრეშუმეობა; გაზარდა სამეფო შემოსავალი; ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, დაკავშირებული იყო დასავლეთის (სტამბოლი) და აღმოსავლეთის (ინდოეთი) ვაჭრებთან და დიდი სიმდიდრე დააგროვა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.914


გააზიარე: