Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანა შალიკაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1942 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ: დ. კაკაბაძე, ს. ქობულაძე, შ. მამალაძე; 1940 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში; მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ მულტიპლიკატორად, შემდეგ დამდგმელ მხატვრად; თბილისს უძღვნა ფერწერული ნამუშევრები: სერია "ვაკის პარკი" (1986), "მეეზოვე", "წინდების გამყიდველი", "მეტროს წინ" (სამივე - 1998); შექმნა დაზგური გრაფიკის ნიმუშები ("ძველი უბანი", 1956); ლინოგრავიურების სერია მხატვარ ნ. ფალავანდიშვილის ეტიუდებზე (1979) და სხვა; მას ეკუთვნის ესკიზები ნახატი ფილმებისათვის "ერთი ქილა ერბო", "განთიადის მომღერალი", "რწყილი და ჭიანჭველა", "მამაცი კურდღელი" და სხვა. ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარ-მულტიპლიკატორი. ანა შალიკაშვილის ნახატები დაცულია საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.917; ჟურნალი "გზა": gza.kvirispalitra.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.178 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |