The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ კახიანი

მიხეილ კახიანი
სხვა სახელი:მიხა კახიანი
დაბადების თარიღი:1896
გარდაცვ. თარიღი:1937  (41 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი.

15 წლისა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1917 წლის ოქტომბერში  შეიარაღებული აჯანყების პერიოდში ზამასკვარეჩიეს რაიონის რევკომის მდივანი იყო. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც აირჩიეს პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან კვლავ მოსკოვშია: აირჩიეს რკპ(ბ) ზამასკვარეჩიეს რაიკომის პრეზიდიუმისა და რაისაბჭოს აღმასკომის, რკპ(ბ) მოსკოვის კომიტეტისა და მოსკოვის საბჭოს  აღმასკომის წევრად; თანამშრომლობდა გაზეთ "პრავდაში". 1920 წლიდან კავკასიაში განაგძო პარტიული მუშაობა, 1922 წლის მაისიდან საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მდივანი იყო, იმავე წლის ბოლოდან - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1930 წლიდან მუშაობდა საკავშირო კომპარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის შუა აზიის ბიუროს მეორე მდივნად, შემდგომში იყო საკავშირო კომპარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის საკონტროლო კომისიის რწმუნებული ჩრთილოეთ კავკასიაში და ბოლოს გაზეთ "პრავდის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. სტალინური რეპრესიის მსხვერპლი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 451

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტი, მდივანი (1922-1930)
  • სკკპ, წევრი (1917-)
  • სკკპ ცენტრალური კომიტეტის საკონტროლო კომისია, წევრი

გააზიარე: