Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ კახიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიური ფაკულტეტი. 15 წლისა ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1917 წლის ოქტომბერში შეიარაღებული აჯანყების პერიოდში ზამასკვარეჩიეს რაიონის რევკომის მდივანი იყო. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც აირჩიეს პარტიის ბათუმის კომიტეტის წევრად. 1918 წლის თებერვლიდან კვლავ მოსკოვშია: აირჩიეს რკპ(ბ) ზამასკვარეჩიეს რაიკომის პრეზიდიუმისა და რაისაბჭოს აღმასკომის, რკპ(ბ) მოსკოვის კომიტეტისა და მოსკოვის საბჭოს აღმასკომის წევრად; თანამშრომლობდა გაზეთ "პრავდაში". 1920 წლიდან კავკასიაში განაგძო პარტიული მუშაობა, 1922 წლის მაისიდან საქართველოს კომპარტიის თბილისის კომიტეტის მდივანი იყო, იმავე წლის ბოლოდან - საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. 1930 წლიდან მუშაობდა საკავშირო კომპარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის შუა აზიის ბიუროს მეორე მდივნად, შემდგომში იყო საკავშირო კომპარტიის(ბ) ცენტრალური კომიტეტის საკონტროლო კომისიის რწმუნებული ჩრთილოეთ კავკასიაში და ბოლოს გაზეთ "პრავდის" სარედაქციო კოლეგიის წევრი. საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. სტალინური რეპრესიის მსხვერპლი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 451 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |