შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა შალიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ხიდების და გვირაბების სპეციალობით 1934 წელს. 1934-1935წწ. მუშაობდა გზების მშენებლობაზე რაჭაში; 1936 წელს ზემო სვანეთში; 1938-1947წწ. ხელმძღვანელობდა სუფსაში ნავთობმაძიებელ მუშა-მოსამსახურეთა დასახლების, მერიის აეროდრომისა და შავი ზღვის გზატკეცილის მშენებლობას; 1947 წლიდან სამხედრო სამუშაოთა უფროსია; 1953 წლიდან თბილისში მტკვარზე ააშენა დიდუბე-დიღმის დამაკავშირებელი რკინაბეტონის მონუმენტური ხიდი, რომელიც მის სახელს ატარებს; ხელმძღვანელობდა საბურთალოს მასივის განაშენიანებას; აშენებდა აგრეთვე ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მშენებელ-ინჟინერი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.917; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.605 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |