| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე მერაბიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უდე, ადიგენის რაიონი. სორბონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1900) მუშაობდა სტამბოლში. 1908-1914 და 1922-1929 წლებში ადის-აბებაში იყო იმპერატორ მენელიქ I- ის კარის ექიმი. 1908 წელს ეთიოპიაში გახსნა იმ ქვეყნის ისტორიაში პირველი აფთიაქი, რომელსაც "საქართველო" ("Pharmacie la Georgie") უწოდა. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს მოხალისედ წავიდა საფრანგეთის არმიაში. 1912 წელს აქვეყნებდა ფრანგულ ენაზე "ეთიოპიის მედიკოსები და მედიცინა" (ოთხტომეული). 1929 წლიდან საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად საფრანგეთში. პირველ მსოფლიო ომში მოხალისედ იბრძოდა საფრანგეთის არმიაში. 1921-1929 წლებში მისი სამტომეული ფრანგულად იბეჭდებოდა ეთიოპიის გეოგრაფიული, ისტორიული, ეთნოგრაფიული და ხალხური მედიცინის საკითხები "შთაბეჭდილებები ეთიოპიაზე". ცნობილი ქართველი ექიმი, ეთიოპიის მკვლევარი და ეთიოპიაში მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.586; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.136
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

