Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აფრასიონ მერკვილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭალატყე, ზესტაფონის რაიონი. თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლებისას ჩაება მოსწავლეთა არალეგალური წრის მუშაობაში. შემდეგ მისი ბინა ამ წრის წევრთა შეკრების ადგილად გადაიქცა. იქვე უშვებდნენ არალეგალურ ხელნაწერ ჟურნალს, რისთვისაც იგი 1891 წლის მარტში სემინარიიდან გარიცხეს. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ხელმძღვანელობდა წითელ რაზმს შორაპნის მაზრაში. 1906 წელს იძულებული გახდა დაეშალა თავისი რაზმი და არალეგალურად ეცხოვრა ბათუმში. 1907 წელს კვლავ შეადგინა რაზმი და ბრძოლა განაგრძო ყვირილისა და ჩხარის მიდამოებში, რეაქციის წლებში მისმა რაზმმა მრავალჯერ დაამარცხა შორაპნის მაზრის პოლიცია (სოფელ სკანდერში, საზანოსა და არგვეთში), შემდეგ იგი ჭიათურაში მოქმედებდა. დაიღუპა პოლიციელებთან უთანასწორო ბრძოლაში. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.589
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |