The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გარი მერკვილაძე

გარი მერკვილაძე
დაბადების თარიღი:16 თებერვალი, 1923
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1971  (48 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის აეროკლუბში (1940). 1942 წელს დაამთავრა არმავირის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.

იბრძოდა ვორონეჟის, სტეპის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მოახდინა 412 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობდა 107 საჰაერო ბრძოლაში, რომლის დროსაც ჩამოაგდო მტრის 15 თვითმფრინავი. 97-ჯერ მიიტანა იერიში მტრის პოზიციებზე. 1945 წელს საბჭოთა მფრინავთაგან პირველმა ჩამოაგდო ფაშისტთა რეაქტიული თვითმფრინავი. 1952 წელს დაამთავრა წითელდროშოვანი სამხედრო-საჰაერო აკადემია; 1961 წელს გენერალური შტაბის აკადემია; 1970 წლიდან თადარიგში იყო. ავიაციის გენერალ-მაიორი (1966), მფრინავი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.589; საქართველოს ნეკროპოლი: geonecropol.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი

გააზიარე: