The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გარი მერკვილაძე

გარი მერკვილაძე
Date of birth:16 February, 1923
Date of death:2 April, 1971  (at 48 years)
Burial location:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
Category:Aviator, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა თბილისის აეროკლუბში (1940); 1942 წელს დაამთავრა არმავირის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი.

იბრძოდა ვორონეჟის, სტეპის, უკრაინის II და I ფრონტებზე. მოახდინა 412 საბრძოლო გაფრენა, მონაწილეობდა 107 საჰაერო ბრძოლაში, რომლის დროსაც ჩამოაგდო მტრის 15 თვითმფრინავი. 97-ჯერ მიიტანა იერიში მტრის პოზიციებზე. 1945 წელს საბჭოთა მფრინავთაგან პირველმა ჩამოაგდო ფაშისტთა რეაქტიული თვითმფრინავი. 1952 წელს დაამთავრა წითელდროშოვანი სამხედრო-საჰაერო აკადემია; 1961 წელს გენერალური შტაბის აკადემია; 1970 წლიდან თადარიგში იყო. ავიაციის გენერალ-მაიორი (1966), მფრინავი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.589; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

Member of Organizations

  • სკკპ, წევრი (1943-)

Awards and Honors

  • 1945 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (3 ორდენი)
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (3 ორდენი)
  • ლენინის ორდენი
  • ალექსანდრე ნეველის სახელობის ორდენი

Share: