The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მერკვილაძე

გიორგი მერკვილაძე
Date of birth:1 January, 1914
Date of death:21 April, 1997  (at 83 years)
Category:Critic, Literary scholar, Translator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯონია, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1947 წელს და სკკპ ცკ-სთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1952 წელს.

1952-1953წწ. გაზეთ "კომუნისტის" რედაქტორი; 1953-154წწ. გამომცემლობა "სახელგამის" დირექტორი; 1972-1982წწ. ალმანახ "კრიტიკის" მთავარი რედაქტორი; 1976 წლიდან რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელი. პირველი ნარკვევები 1932 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი "სოციალისტური რეალიზმის შესახებ" 1954 წელს.  მისი კვლევის მთავარი საგანია უახლესი და თანამედროვე საბჭოთა ქართული ლიტერატურის აქტუალური პრობლემები (წიგნები "პოეზია და ხალხი, 1956; "ლიტერატურა და ცხოვრება", 1956; "თანამედროვე ქართული რომანი საზღვარგარეთ", 1960). რუსულ ენაზე: "თვალთახედვა მხატვრისა", 1963; "თანამედროვე ქართული რომანი", 1965; "გრიგალას სიმღერა"- მ. გორკი. ცხოვრება და შემოქმედება", 1968; "რომანი და ეპოქა", 1973; "ფიქრები პოეზიაზე", 1975; "ლიტერატურა და თანამედროვეობა",  1978; "წერილები თანამედროვე მწერლობაზე", 1979; "შთაგონება მხატვრისა", 1980 და სხვა). მან თარგმნა მ. გორკის, ა. იაკოვლევის, ვ. არდამატსკისა და სხვათა ნაწარმოებები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.589; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 1997. - გვ.78

Member of Organizations

  • სკკპ , წევრი (1939-)

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1977 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Bibliography


Share: