The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიტო შანიძე

დიტო შანიძე
ოფიციალური სახელი:დიმიტრი შანიძე
დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1937
გარდაცვ. თარიღი:18 ნოემბერი, 2010  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი.

მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული ცალკეულ სახეობებში (1969 - აკვრა, 1973 - ორჭიდი); მეორე (1974, ორჭიდი) და მესამე (1969, სამჭიდი) პრიზიორი; მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი (1971-1972); ოლიმპიური თამაშების ორგზის მეორე პრიზიორი (1968, მეხიკო; 1972, მიუნხენი); მრავალგზის პრიზიორი; სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1969-1974); მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; მწვრთნელი - შ. წერეთელი; სპორტის სახეობა: ძალოსნობა.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.918; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი: geonoc.org.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1972 - ევროპის ჩემპიონი
  • 1972 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: