The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ თათარაშვილი

ნოდარ თათარაშვილი
დაბადების თარიღი:13 იანვარი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ცენტრალური სამობილიზაციო კურსები (1970), მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია (1981), რიაზანის სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი (1991).

1958–1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში; 1984–1992 წლებში იყო აჭარის სამხედრო კომისარი, 1993 წლიდან–საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი შტაბის უფროსის მოადგილე, 1993–1994 წლებში საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო ძალების სარდალი. 1994 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება, 1996 წლიდან არის გენერალ-ლეიტენანტი.  1994–1998 წლებში იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, 1994–1996 წლებში–თავდაცვის სამინისტროს მთავარი შტაბის უფროსი, 1996–1998 წლებში საქართველოს სამხედრო კომისარი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგიის წევრი. 2001 წლიდან თადარიგშია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.449


გააზიარე: