Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე პოლტორაცკი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. ახლოს იყო ილია ჭავჭავაძესთან; მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ "საქართველოს მოამბის" დაარსებაში. ილიამ მას მიუძღვნა პოემა "აჩრდილი". პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ნადეჟდა (ნადო) გაბაშვილზე. ის გაბაშვილების ცნობილი ოჯახიდან იყო, რომელიც ზემელზე ცხოვრობდა. გაბაშვილები ფლობდნენ ოქროყანის მამულებს. მათ იქ ორი აგარაკი ჰქონდათ, ზემო და ქვემო. ზემო აგარაკის ორსართულიანი სახლი გადასცეს სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის. მოგვიანებით სკოლამ პოლტორაცკის სიძის, ექვთიმე თაყაიშვილის სახელი შეიძინა. პოლტორაცკებმა 1890 წელს ოქროყანის ნაწილი, დღევანდელი თბილისის ფუნიკულიორის ტერიტორია ბელგიურ კომპანიას გადასცეს იჯარით, რომელმაც ფუნიკულიორი გაიყვანა. რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". პოლონური წარმოშობის ქართველი საზოგადო მოღვაწე. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |