The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ღვალაძე

არტემ ღვალაძე
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1918  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სვერი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და კავალერიის უმცროს ოფიცერთა სკოლა.

1884-1905წწ. მსახურობდა ცარისტული რუსეთის არმიის კავალერიაში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) მონაწილე. 1905 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან  და დაბრუნდა ჭიათურაში; 1906-1918წწ. იყო მანგანუმის მრეწველი, შედიოდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოში; ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობასაც: მისი თაოსნობით სოფელ სვერში გაიხსნა სამკითხველო, ფინანსურ დახმარებას უწევდა სვერის სკოლას და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელს. ქართველი მანგანუმის მრეწველი და საზოგადო მოღვაწე, მეფის რუსეთის არმიის კავალერიის გადამდგარი როტმისტრი, იმერეთის მეფის დავით II-ის ასულის, ატატო ბაგრატიონის შთამომავალი. მხედრული მამაცობისთვის მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/არტემ_ღვალაძე

          http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2965

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა გიორგის I ხარისხის მედალი
  • წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი

გააზიარე: