The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა თათარაშვილი

შოთა თათარაშვილი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1922
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1975  (53 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1946 წელს.

1948 წლიდან კომკავშირულ სამუშაოზეა: იყო თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი, 1952 წლიდან საქართველოს კომპარტიის ბორჯომის რაიკომის პირველი მდივანი, თბილისის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი. 1953 წლიდან  მუშაობდა ცენტრალური კომიტეტის აპარატში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1965–1971 წლებსშ იყო საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის მინისტრი, 1971–1973 წლებში სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1973-1975 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მშენებელი; დაჯილდოებული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელებითა და მედლებით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.449

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: