The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო თათრიშვილი

ნინო თათრიშვილი
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:7 სექტემბერი, 1994  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1928 წელს.

1928–1940 წლებში მუშაობდა საკავშირო მინერალოგიური ნედლეულის ინსტიტუტის ამიერკავკასიის განყოფილებაში, 1940 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. 1937–1950 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ძირითადად ეხება გრანიტოიდების პეტროლოგიას, სხვადასხვა შედგენილობისა და გენეზისის საწყისი ქანების მეტასომატური გრანიტიზაციის პრობლემებს, მინერალების ფაციესების (დანალექი ქანი ან თანამედროვე ნალექი) სისტემატიკას, მეტამორფიზმის ზოგად საკითხებს. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1954).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.450

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: