შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1949) და თეატრმცოდნეობის (1951) ფაკულტეტები. 1949-1950წწ. თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1951-1965წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი) თეატრალური განყოფილების უფროსი მეთოდისტი (1951-1954) და სარეპერტუარო განყოფილების გამგე (1954-1965). აღნიშნულ წლებში იყო ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შეკრებისა და აღდგენის მიზნით ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის მიერ ორგანიზებული მრავალი ექსპედიციის მონაწილე; 1975-1995წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახემწიფო სასწავლებლის ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი; 1955-1965წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს თვითმოქმედების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების ლექტორი. აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი. დიდი ამაგი დასდო არაქართველი ავტორების დრამატული ნაწარმოებების გადმოქართულების საქმეს. მას ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს თარგმანები; 1955-1965წწ. მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. ქართველი თეატრმცოდნე და ქართული სასცენო მეტყველების პედაგოგი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ ღვალაძის შვილი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |