The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე ფრანგიშვილი

პავლე ფრანგიშვილი
სხვა სახელი:პავლე კანდინაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:17 ოქტომბერი, 1897
გარდაცვ. თარიღი:22 ივნისი, 1966  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მსახიობი, მწერალი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 იყო ჭიათურის, 1939-1949 კი - გორის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის "სამშობლო"), ოტელო (შექსპირის "ოტელო"), კარლ მოორი (შილერის "ყაჩაღები") და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის "თამარ ცბიერი", ი. მოსაშვილის "ჩაძირული ქვები", ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი", მ. ბარათაშვილის "ჭრიჭინა", ი. ვაკელის "შამილი", სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე", ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" და სხვა. ავტორია წიგნებისა: "როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას"(1955) და "რაც ვნახე და განვიცადე" (1963). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/207982

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: