შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო კვეზერელი-კოპაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ნებაყოფილობით ჩაერთო N14-19 ევაკოგოსპიტალის მუშაობაში, რომელიც გათანაბრებული იყო მომქმედ არმიასთან; წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კ. ჩაჩავას სახელობის სამეანო-გინეკოლოგიური კვლევით ინსტიტუტში, სადაც პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობის გარდა ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობასაც. შეისწავლა ახალშობილთა სუნთქვის ცვლილებების დინამიკა დაბადებიდან პირველ დღეებში, ასევე ორსულებში ნეფროპათიის შემთხვევები და მისი გავლენა ახალშობილებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო-ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები, ახალშობილ ბავშვებში დაბადებული ორსულთა ნეფროპათიით დაავადებულ დედებიდან სიცოცხლის პირველ დღეებში" (რუსულ ენაზე), დაიცვა 1972 წელს. წყარო: მეცნიერი ქალი - მედიცინის მეცნიერები: geowomen.wordpress.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |