შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბარბარე ყიფიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1899 წელს; 1901 წლიდან სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტზე; 1908 წლიდან იყო უნივერსტიტის ჟურნალ "Revue Psychologique"-ის სწავლული მდივანი. იკვლევდა ადამიაის მსეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომრჯვებას) მოსწავლეთა შორის და სხვ.; მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში; უსინათლოთა ფსიქოლოგიის, შაქრის ერგოგრაფიისა და ვეგეტარიანელების ფსიქოლოგიის საკითხებზე მის არაერთ გამოკვლევას მიუღია პრემია; ბრიუსელის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულ და რუსულ სიტყვიერებაში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის ექსპონატების შეგროვების, პოპულარიზაციისა და დაცვის საქმეში; მეურვეობდა და შემდეგ მ. თარხნიშვილს გადასცა ს. დადიანისა და ა. მიურატის ოჯახის ქონება და მათი უცხოეთის არქივი. პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.654 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |