The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბარბარე ყიფიანი

ბარბარე ყიფიანი
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1879
გარდაცვ. თარიღი:1965  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებელი 1899 წელს; 1901 წლიდან სწავლობდა ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკუტეტზე; 1908 წლიდან იყო უნივერსტიტის ჟურნალ "Revue Psychologique"-ის სწავლული მდივანი.

იკვლევდა ადამიაის მსეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის ერთნაირად მომრჯვებას) მოსწავლეთა შორის და სხვ.; მონაწილეობდა ფიზიოლოგთა და პედოლოგთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში; უსინათლოთა ფსიქოლოგიის, შაქრის ერგოგრაფიისა და ვეგეტარიანელების ფსიქოლოგიის საკითხებზე მის არაერთ გამოკვლევას მიუღია პრემია; ბრიუსელის უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ქართულ და რუსულ სიტყვიერებაში; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის ექსპონატების შეგროვების, პოპულარიზაციისა და დაცვის საქმეში; მეურვეობდა და შემდეგ მ. თარხნიშვილს გადასცა ს. დადიანისა და ა. მიურატის ოჯახის ქონება და მათი უცხოეთის არქივი. პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი, დიმიტრი ყიფიანის  შვილიშვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.654

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საფრანგეთის სამედიცინო აკადემია, წევრი
  • საქართველოს ხელოვნებათა კავშირი, წევრი
  • ქართველთა სამხედრო კავშირი, წევრი

გააზიარე: