The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ყიფიანი

ნიკოლოზ ყიფიანი
სხვა სახელი:"ივანე (ჟან) მარტინოვი"
"გლეხი"  (ფსევდონიმი)
"დიმიტრიძე"  (ფსევდონიმი)
"ივან ივანოვიჩ ივანოვი"  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1846
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1905  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, მეცნიერი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი.

თბილისის გიმნაზიის გამთავრების შემდეგ 1865 წლიდან სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1866 წელს პირველმა თარგმნა ფრანგულიდან ქართულად "მარსელიეზა"; 1868 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს, ხოლო 1869 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს და პოლიციის ზედამხედველობას დაუქვემდებარეს; 1870 წლიდან ქუთაისში ეწეოდა სავექილო საქმიანობას; 1871 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "დროებაში". მამის დაღუპვის შემდეგ ავად გახდა და სამკურნალოდ გაემგზავრა (1890) ბელგიაში, სადაც სამუდამოდ დარჩა. მრავალმხრივი მოღვაწე იყო. იგი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც საფუძვლიანად გაარჩია გ. ორბელიანისა და ი. ჭავჭავაძის, გ. წერეთლის ცალკეული ნაწარმოებები, დ. ყიფიანის თარგმანები; 1872 წელს წიგნად გამოსცა "არსენას ლექსი", რითაც სათავე დაუდო საქართველოში სახალხო წიგნების გამოცემის საქმეს; იმავე წელს გამოაქვეყნა "ქართული პოეზიის ნიმუშები და იმათი გარჩევა" ("კრებული", 1872, N7), აგრეთვე წერილი ფერეიდნელი ქართველების მდგომარეობის შესახებ ("დროება", 1872, N13). საზღვარგარეთ ყოფნის დროს არ გაუწყვეტია კავშირი ქართულ კულტურასთან და საზოგადოებრივ ცხოვრებასთან; გამოაქვეყნა მოგონებები ზ. ყიფიანზე ("კვალი", 1893, N15) და დიმიტრი ყიფიანზე ("მოამბე", 1894, 4), რომელთაც პირველწყაროს მნიშვნელობა აქვთ, აგრეთვე მრავალი კორესპონდენცია. მიწვეული იყო პროფესორად ბრიუსელისა და მოსოს უნივერსიტეტებში; ბრიუსელის უნივერსიტეტში დააარსა პოლიგლოტთა კათედრა, განაგებდა რუსული სიტყვიერების კათედრას და კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში (1895); იგი ითვლება ლევ ტოლსტოის ნაწარმოებების ერთ-ერთ პირველ პოპულარიზატორად საზღვარგარეთ; 1905 წელს ფრანგულ ენაზე დაიბეჭდა მისი ნარკვევები თამარ მეფეზე და ქეთევან დედოფალზე; იგი იყო ბელგიაში ფემინისტური საზოგადოების დამაარსებელი; მისი სამი ქალიშვილი ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი გახდნენ. დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986. -გვ.655

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: