შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი შაჰნაზარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს. 1984-1987წწ. იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1997 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათშორისი ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი; 1952 წელს გამოაქვეყნა პირველი თარგმანები ქართულ ენაზე; ძირითადი თარგმანები: საიათნოვას "ლექსები" (1972), პ. სევაკის კრებული "იქმენინ ნათელი" (1978). კ. ვოიტილას დრამა "ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ" (2000); პოეტმა, ეროვნებით სომეხმა, ქართულ ენაზე ააჟღერა სომეხი პოეტების გ. ნარეკაცის, ა. ისააკიანის, ე. ჩარენცის, ვ. ტერიანის, ჰ. შირაზის, ს. კაპუტიკიანის, ა. საჰიანის, აგრეთვე გამოჩენილი რუსი პოეტების ა. პუშკინისა და ანდრეი ბელის ლექსები; არის აფხაზური და ოსური პოეზიის მთარგმნელი; მასვე ეკუთვნის ა. პაპაიანის, პ. ზეთუნციანის, ჟ. არუთინიანის პიესების თარგმანები. მიღებული აქვს ეღიმე ჩარიანცის სახელობის პრემია (1989), ფრიტიოფ ნანსენის სახელობის პრემია (1998). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.920; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.119; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.153 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |