The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ალექსი წერეთელი

ალექსი წერეთელი
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:16 მაისი, 1942  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სენტ-უანის სასაფლაო, პარიზი, საფრანგეთი
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი.

მიიღო ინჟინრის განათლება.

1896–1897წწ. ქ. ხარკოვში ჩამოაყალიბა საოპერო დასი, რომელმაც გასტროლები გამართა რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებში და 1904–1906წწ. წარმატების მწვერვალს მიაღწია; დასმა პეტერბურგის კონსერვატორიის თეატრში გამართა დადგმები სახელწოდებით "ახალი ოპერა", სწორედ ამ წლებში მიაღწია ალექსი წერეთლის საოპერო დასმა პოპულარობის მწვერვალს; მას ეკუთვნის მომავალში ცნობილი რამდენიმე ნიჭიერი საოპერო მომღერლის აღმოჩენა; 1905 წელს რუსეთში, რევოლუციური ვითარების მიუხედავად, სპეციალურად რამდენიმე სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად მასთან ჩამოვიდა მსოფლიოში სახლმგანთქმული ბარიტონი ტიტა რუფო; 1907–1908წწ. წერეთლის თაოსნობით შედგა ფ. შალიაპინის გასტროლები ამერიკაში; 1908 წელს მისმა დასმა გასტროლები გამართა გერმანიაში; 1913 წელს პეტერბურგში მოაწყო ქართული დიასპორის ყველაზე დიდი საღამო; ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, 1917 წელს დატოვა რუსეთი და ევროპას მიაშურა; 1921 წლიდან მისი ახლადშექმნილი დასი წარმატებით გამოდიოდა ესპანეთის თეატრებში; 1928 წელს იყო პარიზში "რუსული ოპერის" თანადამფუძნებელი; 1930 წელს "რუსული ოპერა" გაკოტრდა, მის მფლობელებს შორის დავა სასამართლომდე მივიდა; ალექსი წერეთელმა დავა მოიგო და 1931 წელს ემიგრანტ ვ. ბაზელის კომპანიონობით აღადგინა "რუსული ოპერა"; დასში მიწვეული იყო ფ. შალიაპინი; სიკვდილის წინ მან თავისი დასის მთელი რეკვიზიტები "მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს" უანდერძა, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ანდერძი არაქმედითად ცნეს და ქონება აუქციონზე გაიყიდა; ალექსი წერეთელი იყო მწერალ აკაკი წერეთლისა და ნატალია პეტრეს ასული ბაზილევსკაიას ვაჟი; ოპერის იმპრესარიო.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 557


გააზიარე: