The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ წიკლაური

თეიმურაზ წიკლაური
დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1946
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 2021  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დაბა კოჯრის სასაფლაო
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა კოჯორი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1972 წელს.

1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1967–1972წწ. ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ "ივერიას" სოლისტი; რეპერტუარი, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები, მათ შორის: "ჩემი თბილისი და ფიროსმანი"(ნ. გიგაური), "საქართველოს მანანებო"(კ. ცაბაძე), "იყიდება საქართველო"(ა. ბასილაია), "დინამო"(ვ. აზარაშვილი); ა. ბასილაიას მიუზიკლები(სცენარი ჯ. ბაღაშვილის): არწივი(1980, "ჩხიკვთა ქორწილი"), მეფე აიეტი(1983, "არგონავტები"), გერვასი(1986, "თოვლის ბებოს ზღაპარი"), ნიკო ფიროსმანი(1995, "ფიროსმანი"); როლები კინოფილმებში: "სინათლე ჩვენს ფანჯრებში"(1968), "ივერია, სიყვარული და..."(1974), "უმცროსი და"(1977), "ჩხიკვთა ქორწილი"(1984), "არგონავტები"(1985); 2014 წელს გაიხსნა ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან; საესტრადო მომღერალი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 559; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: