Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რამაზ შენგელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1980 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1985 წელს. 1974-1976წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1977-1988წწ. იყო თბილისის "დინამოს" თავდამსხმელი; უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 283 მატჩი (120 გოლი); სსრკ ნაკრებში - 26 მატჩი (10 გოლი), ევროპის საკლუბო ტურნირებზე - 38 მატჩი (19 გოლი); 1982 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 1981 წელს თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში მოიპოვა ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი; სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეყვანილი იყო 5-ჯერ; 1981 წელს "ფრანს ფუტბოლის" ანკეტაში შევიდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეულში (მე-7 ადგილი); 1981 წელს სსრკ საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში დაასახელეს მესამე ნომრად და აღიარეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად; 1981 წელს სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი 23 გატანილი გოლით, გ. ფედოტოვის სახ. კლუბის წევრი (157 გოლი); გამოირჩეოდა მაღალი შედეგიანობით, საგოლე ალღოთი, ორივე ფეხით ზუსტი და მახვილი დარტყმებით, მეტოქის საჯარიმო მოედანზე აგრესიული თამაშით; სპორტის სახეობა: ფეხბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.924; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.115 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |