შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეღიშე თათევოსიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ვაღარშაპატი, სომხეთი. დაამთავრა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი 1894 წელს. 1896–1901 წლებში ცხოვრობდა მოსკოვში, 1901 წლიდან – თბილისში. საქართველოში იყო მხატვართა კავშირის სომხური სექციის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. მონაწილეობდა რუსეთის მხატვართა კავშირის, "მირ ისკუსსტვას" გამოფენებში. 1922 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი. უმთავრესად მუშაობდა პეიზაჟის, ყოფითსა და პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი კოლორიტი, ფერწერულობა. ძირითადი ნამუშევრები: "რ. სურენიანცის პორტრეტი" (1891), "უცხოობაში"(1895), "მეუღლის პორტრეტი" (1903), "არაგაწი" (1917), "ავტოპორტრეტი" (1933), "კომიტასის პორტრეტი" (1935) (ყველა სომხეთის სურათების გალერეა, ერევანი). გარდაიცვალა თბილისში. სომეხი ფერმწერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.450 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |