The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თინა თათეიშვილი

Legal name:ლეილა თათეიშვილი
Date of birth:12 January, 1925
Date of death:7 January, 1992  (at 66 years)
Category:Dancer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1943–1964 წლებში იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი სოლისტი-მოცეკვავე. ოსტატობითა და გრაციოზულობით ასრულებდა სოლო პარტიებს ცეკვებში "ქართული", "მთიულური", "მიპატიჟება"; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ცეკვა "ქართული", რომელსაც ახასიათებდა მოძრაობათა სინაზე, სინარნარე, სიმსუბუქე და კლდემამოსილება. ქართული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე 1962 წელს  ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება დაიმსახურა. ასევე დიდი წარმატებით აღინიშნა მისი მონაწილეობა საქართველოს ლიტერატურის და ხელოვნების დეკადაზე მოსკოვში 1958 წელს. გასტროლებით შემოიარა სსრკ-ის მრავალი ქალაქი და საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანა. 1959 წელს ვარშავის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ საღამოზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსკოვის დიდი თეატრის, ლენინგრადისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, თ. თათეიშვილისა და ნ. ღვაბერიძის მიერ შესრულებულმა ცეკვა "ქართულმა" განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. როგორც პოლონური პრესა აღნიშნავდა, "ქართველმა მოცეკვავე ქალმა უაღრესად ძუნწი შტრიხებით გვიჩვენა ივერიელი ქალის სინარნარე და სინატიფე". 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.450

Awards and Honors

  • 1962 - ქართული ცეკვების ინდივიდუალურ შემსრულებელთა პირველი რესპუბლიკური კონკურსი, ოქროს მედალი
  • 1958 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: