შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თათუხაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1983 წელს, 1989 წელს–მოსკოვის მილიციის უმაღლესი სკოლის თბილისის ფაკულტეტი. 1982–1996 წლებში მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2000–2001 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების საბადრაგო ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილე, 2001–2002 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური. 2003–2004 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სარდალი, 2004–2005 წლებში თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების სარდალი. 2006 წლიდან თადარიგშია. საქართველოს შინაგანი ჯარების გენერალ-ლეიტენანტი (2004). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.451 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |