The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე თალაკვაძე

დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1916
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1999  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სამხედრო-საავიაციო უმაღლესი სკოლა 1940 წელს, ლენინგრადის საავიაციო აკადემიასთან არსებული კურსები 1964 წელს.

1940 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სამხედრო-საავიაციო სკოლაში პედაგოგად, ამავე დროს ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1946 წლიდან მოღვაწეობდა სამოქალაქო ავიაციაში. 1970 წლდან იყო მფრინავი-ინსტრუქტორი. ავიაციაში ხანგრძლივი უავარიო საფრენოსნო მუშაობისა და საფრენოსნო კადრების მომზადებისათვის მიენიჭა სსრკ დამსახურებული მფრინავის წოდება (1975). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის სამხედრო ორდენები და მედლები. სამხედრო ინჟინერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.452

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - სსრკ დამსახურებული მფრინავის წოდება
    ავიაციაში ხანგრძლივი უავარიო საფრენოსნო მუშაობისა და საფრენოსნო კადრების მომზადებისათვის
  • ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: