შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ქურდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს. 1954-1967წწ. მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად კვების მრეწველობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში; N1 ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინრად; შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და განახლდა "სამტრესტი"–ს სისტემის 100-ზე მეტი საწარმო, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე მანქანა-იარაღებით და მოწყობილობებით; 1966-1968წწ. მივლინებული იყო ბულგარეთში, სადაც მისი ხელმძღვანელობით აშენდა ორი დიდი სიმძლავრის შამპანური ღვინოების ქარხანა; 1967-1998წწ. იყო "სამტრესტის" მმართველის მოადგილე; 1998 წელს შექმნა შპს "ღვინის სახლი", ხელმზღვანელობდა სპეციალური ღვინის მაღაზიების ქსელს; 20 წელი ხელმძღვანელობდა გამომგონებელთა შემოქმედებით კოლექტივს; მრავალი გამოგონებისა და რამდენიმე წიგნის ავტორია; მიღებული აქვს 20-ზე მეტი ჯილდო; ინჟინერ-მექანიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999); პროფესორი (2000); გამომგონებელი, რაციონალიზატორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.900; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.50 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |