The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ქურდაძე

ალექსანდრე ქურდაძე
დაბადების თარიღი:15 მარტი, 1930
გარდაცვ. თარიღი:2013  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მექანიკოსი, მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1954 წელს.

1954-1967წწ. მუშაობდა მთავარ კონსტრუქტორად კვების მრეწველობის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში; N1 ღვინის ქარხნის მთავარ ინჟინრად; შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორის მოადგილედ; მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა და განახლდა "სამტრესტი"–ს სისტემის 100-ზე მეტი საწარმო, რომლებიც აღიჭურვა თანამედროვე მანქანა-იარაღებით და მოწყობილობებით; 1966-1968წწ. მივლინებული იყო ბულგარეთში, სადაც მისი ხელმძღვანელობით აშენდა ორი დიდი სიმძლავრის შამპანური ღვინოების ქარხანა; 1967-1998წწ. იყო "სამტრესტის" მმართველის მოადგილე; 1998 წელს შექმნა შპს "ღვინის სახლი", ხელმზღვანელობდა სპეციალური ღვინის მაღაზიების ქსელს; 20 წელი ხელმძღვანელობდა გამომგონებელთა შემოქმედებით კოლექტივს; მრავალი გამოგონებისა და რამდენიმე წიგნის ავტორია; მიღებული აქვს 20-ზე მეტი ჯილდო; ინჟინერ-მექანიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999); პროფესორი (2000); გამომგონებელი, რაციონალიზატორი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.900; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.50

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მევენახეობისა და მეღვინეობის საეთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი (2001-)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1998-)
  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს კვების მრეწველობის საწარმოებში ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის საქმეში დიდი დამსახურებისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1988 - სსრკ დამსახურებული გამომგონებელი
  • 1981 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში
  • 1967 - საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: