შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარიამ თალაკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის მაზრა. დამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1930 წელს. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1919 წელს. იყო მარადადის, შემდეგ აჭარისწყლის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი. 1912-1926 წლებში მუშაობდა ბათუმის პირველი 7-წლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, 1930-1935 წწ. კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში(ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), 1935–1936 წწ. პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1936–1938წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში; 1941–1945წწ. სახალხო განათლების მუზეუმში. 1945 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე დოცენტის, შემდეგ პროფესორის(1966), ხოლო 1973 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობაზე. კითხულობდა ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საუნივერსიტეტო კურსს და იკვლევდა მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1996), პედაგოგ-მეთოდისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |