Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარიამ თალაკვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ოზურგეთის მაზრა. დამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი 1930 წელს. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1919 წელს. იყო მარადადის, შემდეგ აჭარისწყლის დაწყებითი სკოლის გამგე-მასწავლებელი. 1912-1926 წლებში მუშაობდა ბათუმის პირველი 7-წლიანი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, 1930-1935 წწ. კ. მარქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში(ახლანდელი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა), 1935–1936 წწ. პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1936–1938წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში; 1941–1945წწ. სახალხო განათლების მუზეუმში. 1945 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრაზე დოცენტის, შემდეგ პროფესორის(1966), ხოლო 1973 წლიდან მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობაზე. კითხულობდა ქართული ენის სწავლების მეთოდიკის საუნივერსიტეტო კურსს და იკვლევდა მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1996), პედაგოგ-მეთოდისტი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |