The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ყიფიანი

ნინო ყიფიანი
სხვა სახელი:ნინუცა
დაბადების თარიღი:1877
გარდაცვ. თარიღი:1920  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის გალავანი, ქვიშხეთი, ხაშურის რაიონი
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რუსეთის იმპერიიდან პირველი იურისტი ქალი იყო, რომელმაც ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა რეფერანტად იტალიის, ბელგიის საელჩოს წარმომადგენლობაში. ჩართული იყო ეროვნულ განმანთავისუფებელ მოძრაობაში და ამ თემას არაერთი წერილი მიუძღვნა. 1907 წელს მეფის მთავრობამ მას რუსეთის იმპერიაში ყოფნა აუკრძალა, რის შემდეგაც ის საცხოვრებლად ჯერ ბრიუსელში მამასთან ნიკო ყიფიანთან, შემდეგ კი იტალიაში გადავიდა. მკვლევარი თამაზ ჯოლოგუა გამოთქვამს ვარაუდს, რომ 1904 წლის აპრილში ჟენევის პირველ ინტერპარტიულ კონფერენციაზე სეპარატიზმის შესახებ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას გულისხმობდა, "ტეზრელის“ ფსევდონიმით წარდგენილი მოხსენების ავტორი სწორედ ნინო ნიკოლოზის ასული ყიფიანი იყო. მომხსენებელი, რომელიც კონფერენციაზე ვერ ჩავიდა, კონფერენციას მოუწოდებდა, შეექმნათ სარევოლუციო კომიტეტი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მოამზადებდა, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში კი რუსეთის იმპერიის სხვა ერებთან, განსაკუთრებით კი კავკასიის ხალხებთან, კავშირს დაამყარებდა. 1920-იანი წლების დასაწყისში იტალიიდან დაბრუნებული ნინო ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქვიშხეთში ცხოვრობდა. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილი.

წყარო: http://gendermediator.ge/ნინო-(ნინუცა)-ყიფიანი---იურისტი,-საზოგადო-მოღვაწე/n73



გააზიარე: