The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ფურცხვანიძე

ბორის ფურცხვანიძე
დაბადების თარიღი:10 ივლისი, 1901
გარდაცვ. თარიღი:10 ივნისი, 1984  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკის ფაკულტეტის იურდიული განყოფილება 1927 წელს. 

1945-1947წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტის დეკანი. 1964-1983წწ. სისხლის სამართლის კათედრის გამგე. 1983-1984წწ. სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე. 1947-1951წწ. იყო საქართველოს პროკურორის პირველი მოადგილე. 1951-1954წწ. საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარე. გამოქვეყნებული შრომები: "პიროვნების ღირსებისა და პატივის დაცვა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში" (1949), "დანაშაული სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ" (1960) და სხვა. სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სპეციალისტი; იურდიული მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.432

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თავმჯდომარე (1952-1954)
  • სკკპ, წევრი (1945-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: