The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე
სხვა სახელი:ჩიტო შარაშიძე
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:10 ნოემბერი, 1973  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ბახვის თემი, ოზურგეთის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში.

1904 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის - მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა; 1905 წლის რევოლუციის დროს მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში; 1910-იანი წლების ბოლო პერიოდში პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი; ასწავლიდა სხვადასხვა კერძო სკოლაში; მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ კომიტეტში; მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსებაში; 1917-1921 მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" სარედაქციო კოლეგიაში. მის ყველაზე მამაც ნაბიჯად 1922 წელს ოკუპაციის გაპროტესტებას მიიჩნევენ. 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლისთავის გამო გამართულ საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა. რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი. 1940 წლიდან ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით მუშაობდა ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე; 1958-1964წწ. მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში; სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი; 1941-1964წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მოამზადა მნიშვნელოვანი ნაშრომი "პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722)" ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX-XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი, იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების "სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები სამ ნაკვეთად" ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. მისი პირადი არქივი: ბიოგრაფიის ამსახველი მასალები, შემოქმედებითი, მიმოწერა, ფოტოები და სხვადასხვა მასალები, ჯამში 2938 საარქივო საქმე დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (-1919)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: