The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჩიტო შარაშიძე

ჩიტო შარაშიძე
Legal name:ქრისტინე შარაშიძე
Other name:ჩ.შ.
Date of birth:2 August, 1887
Date of death:10 November, 1973  (at 86 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Bibliographer, Librarian, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ქუთაისის გუბერნია, ოზურგეთის მაზრა.

სწავლობდა ქუთაისის წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიაში.

1904 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის - მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა; 1905 წლის რევოლუციის დროს მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში; 1910-იანი წლების ბოლო პერიოდში პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი; ასწავლიდა სხვადასხვა კერძო სკოლაში; მუშაობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ კომიტეტში; მონაწილეობას იღებდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსებაში; 1917-1921 წლებში მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" სარედაქციო კოლეგიაში; თანამშრომლობდა პრესასთან, იყენებდა ფსევდონიმს - "ჩ.შ."; მის ყველაზე მამაც ნაბიჯად 1922 წელს ოკუპაციის გაპროტესტებას მიიჩნევენ. 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლისთავის გამო გამართულ საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა. რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი; 1927-1931 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე; 1940 წლიდან ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით მუშაობდა ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე; 1941-1964წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში; 1953 წლის 21 თებერვალს გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა ექვთიმე თაყაიშვილის დაკრძალვაზე; 1958-1964წწ. მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში; სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმის თანამშრომელი; მოამზადა მნიშვნელოვანი ნაშრომი "პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722)" ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ. დამუშავებული და შესწავლილი აქვს IX-XIX საუკუნის 1500-ზე მეტი ხელნაწერი, იყო უმნიშვნელოვანესი გამოკვლევების "სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები სამ ნაკვეთად" ავტორი ხევისა და სამხრეთ საქართველოს ისტორიის შესახებ. მისი პირადი არქივი: ბიოგრაფიის ამსახველი მასალები, შემოქმედებითი, მიმოწერა, ფოტოები და სხვადასხვა მასალები, ჯამში 2938 საარქივო საქმე დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 1964 წლამდე მილიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო. 1964 წლიდან რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება, წევრი
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (-1919)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა, წევრი (1917-)

Bibliography


Share: