The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ფხაკაძე

დაბადების თარიღი:23 მაისი, 1895
გარდაცვ. თარიღი:26 ნოემბერი, 1968  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ფარცხანაყანევი, წყალტუბოს რაიონი. 

დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1921 წელს.

1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის წლებში იყო კიევის საოლქო სამხედრო ჰოსპიტალის წამყვანი ქირურგი. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა კიევის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქირურგიულ კლინიკას. შეისწავლიდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და პორტალური ჰიპერტენზიის ქირურგიული მკურნალობის საკითხებს. დაამუშავა კუჭის რეზექციის მეთოდიკა წყლულოვანი დაავადების დროს. საფუძველი ჩაუყარა უკრაინაში გულმკერდის ქირურგიის განვითარებას. ქირურგი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.437

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1959 - უკრაინის სსრ დამსახურებული ექიმი
  • ლენინის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: