შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელენე ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტრატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც "დარიანული ციკლის" სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით - ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა "ქალურ" ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა. ელენე ბაქრაძის ელენე დარიანობის დამამტკიცებელი საბუთი ბაქრაძის არქივია, რომელიც ლიტერატურის მკვლევრმა გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია 1990-იანი წლების დასაწყისში. ამჟამად არქივში მუშაობა კვლავ გრძელდება. 1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა - შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალიც გამოქვეყნდა. იმავე წელს ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი და დღემდე ძალიან პოპულარული ლექსი "პირამიდებში." ორდენი 12 მამაკაცს აერთიანებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ცისფერყანწელთა დაფარული, მე-13 წევრი, რომელსაც თავად პოეტური ორდენის წევრები ხშირად მოიხსენებდნენ ხოლმე, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო. არქივით დასტურდება, რომ ელენე ბაქრაძე იცნობდა და მეგობრობდა არა მხოლოდ ცისფერყანწელებთან, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან. ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი. წყარო: სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.org; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.52; ყოჩაღი გოგოები საქართველოს წარსულიდან / მარიამ ჭანჭალეიშვილი, თამთა მელაშვილი.-თბ.,2020.-გვ.59
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |