The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელენე ბაქრაძე

ელენე ბაქრაძე
Other name:ელენე დარიანი  (Pseudonym)
Date of birth:1897
Date of death:1979  (at 82 years)
Category:Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

ელენე დარიანის პიროვნება დღემდე საიდუმლოებით მოცულია ქართული ლიტრატურის ისტორიაში. ცნობილი პოეტის, ცისფერყანწელთა ორდენის წევრის, პაოლო იაშვილის შემოქმედებაში არის 14 ლექსი, რომელიც "დარიანული ციკლის" სახელწოდების ქვეშაა გაერთიანებული. ბოლო დრომდე მიიჩნეოდა, რომ ეს პაოლო იაშვილის ლექსები იყო, სადაც პოეტი იშვიათი ნიჭითა და შემოქმედებით - ტრანსფორმაციული სიზუსტით აღწერდა "ქალურ" ეროტიულ გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს. მოგვიანებით აღმოჩენილმა საარქივო მასალებმა ცხადყო - მისტიური ელენე დარიანის უკან რეალური ადამიანი, ცისფერყანწელთა თანამედროვე და პაოლო იაშვილის ახლო მეგობარი ელენე ბაქრაძე იდგა. ელენე ბაქრაძის ელენე დარიანობის დამამტკიცებელი საბუთი ბაქრაძის არქივია, რომელიც ლიტერატურის მკვლევრმა გიორგი ჯავახიშვილმა მოიძია 1990-იანი წლების დასაწყისში. ამჟამად არქივში მუშაობა კვლავ გრძელდება. 1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა - შეიქმნა ცისფერყანწელთა ორდენი და მათი პირველი ჟურნალიც გამოქვეყნდა. იმავე წელს ელენე დარიანის ფსევდონიმით დაიბეჭდა ცნობილი და დღემდე ძალიან პოპულარული ლექსი "პირამიდებში." ორდენი 12 მამაკაცს აერთიანებდა. არსებობს მოსაზრება, რომ ცისფერყანწელთა დაფარული, მე-13 წევრი, რომელსაც თავად პოეტური ორდენის წევრები ხშირად მოიხსენებდნენ ხოლმე, სწორედ ელენე ბაქრაძე იყო. არქივით დასტურდება, რომ ელენე ბაქრაძე იცნობდა და მეგობრობდა არა მხოლოდ ცისფერყანწელებთან, არამედ კონსტანტინე გამსახურდიასთან, გრიგოლ რობაქიძესთან, გალაკტიონ ტაბიძესთან. ელენე ბაქრაძე მეგობრებისგან და მეუღლისგან განსხვავებით რეპრესიებს გადაურჩა. დიდი ხნის განმავლობაში იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი. 

წყარო: სამხრეთ კავკასია - ფემინიზმი და დემოკრატია: feminism-boell.orgქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.52


Share: