The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თალალე (ქართლის კათოლიკოსი)

დაბადების თარიღი:7??
გარდაცვ. თარიღი:7??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

თალალე, თალილე, ქართლის კათოლიკოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში. იხსენიება "მოქცევაი ქართლისაის" მატიანეში ცხრა ცოლოსანი კათოლიკოსის შემდეგ. მოვსეს კალანკატუაცის ცნობით, თალალემ ალბანეთის კათოლიკოსის მიქაელის (708–742) სურვილის წინააღმდეგ ალბანეთის მთავარს ვარაზოს, მისსავე ბიძაშვილზე-ვარდანეპზე დაწერა ჯვარი, რის გამოც მიქაელმა თალალე და ახალდაქორწინებულები დაწყევლა. თალალეს მოღვაწეობის ხანაში ქართლის ეკლესია ცდილობდა მონოფიზიტობის აღმსარებელი ალბანეთის მოსახლეობაში ქალკედონური მრწამსის (დიოფიზიტობა) დანერგვას. თალალეს მოქმედება, როგორც ჩანს, ალბანეთის მთავრის ქართლის ეკლესიის გავლენაში მოქცევის სურვილით იყო ნაკარნახევი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.453



გააზიარე: