The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ალხაზაშვილი

გიორგი ალხაზაშვილი
სხვა სახელი:ჟორა
დაბადების თარიღი:22 მაისი, 1913
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1990  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზარათი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის პოლიგრაფიული ინსტიტუტი.

მე-2 მსოფლიო ომის დაწყების პირველივე დღეებიდან მონაწილეობდა ამ ომში ოფიცრის წოდებით; ომის დროს მოვლილი ჰქონდა აზიის და ევროპის ქვეყნები(მანჯურიიდან - გერმანიამდე). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო სტამბის ტექნიკურ დირექტორად, საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობაში ოფსეტური საამქროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, მთავარ ინჟინრად, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის საწარმოო განყოფილების უფროსად, პოლიგრაფსამმართველოს უფროსის მოადგილედ, მეცნიერებათა აკადემიის სტამბის მთავარ ინჟინრად, სხვა თანამდებობებზე. კითხულობდა ლექციებს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პოლიგრაფიის ღვაწლმოსილი მუშაკი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: