The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსიკო მერკვილაძე

სოსიკო მერკვილაძე
ოფიციალური სახელი:იოსებ მერკვილაძე
დაბადების თარიღი:1854
გარდაცვ. თარიღი:1934  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალატყე, ზესტაფონის რაიონი. 

გამომცემლობა "ცოდნის" და ამავე სახელწოდების წიგნების მაღაზიის მფლობელი; გაზეთ "სავაჭრო გზის" (1908) რედაქტორ-გამომცემელი. იგი ეწეოდა ფოლკლორულ-შემკრებლობით მოღვაწეობას. ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს აქვეყნებდა ჟურნალ  "აკაკის კრებულში", გაზეთ "თეატრსა" და "ივერიაში". ცალკე წიგნებად გამოსცა "ხალხური ანდაზები და გამოცანები" (1898), "ხალხური აბრამისა და იობის ლექსი" (1898, 1903), ზღაპრების ორი პატარა წიგნი (1902), "ხალხური ვეფხისტყაოსანი" (1905).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.590

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: