შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1880 წლიდან მუშაობდა თბილისში, გაზეთ "დროების" რედაქციაში; 1908 წელს რედაქტორობდა გაზეთ "შრომას", თანამშრომლობდა სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში; 1879 წლიდან დაუკავშირდა ქართულ თეატრს, რომლის სცენაზეც დაიდგა მის მიერ გადმოკეთებული პიესები: "სიკოია დენშჩიკი", "სუსტი მხარე", "მედეა", ორგინალური კომედია "გემრიელი ლუკმა" და სხვა. იგი იყო აგრეთვე მსახიობი, თეატრის დეკორატორი და რეკვიზიტორი. 1935 წელს ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა მისი "მოგონებანი" (ცალკე წიგნად გამოიცა 1940 წ. ). დრამატურგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.- გვ.602; ბურუსი: burusi.wordpress.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |