The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ხეთერელი

ირაკლი ხეთერელი
დაბადების თარიღი:1918
გარდაცვ. თარიღი:1974  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათის საშუალო სკოლის პედაგოგად; 1945-1965წწ. ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის საშუალო სკოლის დირექტორად; ამავე დროს იყო ტყიბულის რაიონის რაიკომის ლექტორი და სასოფლო საბჭოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატი; 1965 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისის ყრუ-მუჯთა სკოლა-ინტერნატის დირექტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის სმენადარღვეულ ბავშვთა სპეციალური სახელმძღვანელოების შედგენაში: მისი თანაავტორობით გამოვიდა IV კლასის არითმეტიკის სახელმძღვანელო; მანვე გაუკეთა რედაქცია დაქტილურ ანბანს, თარგმნა ყრუ-მუნჯთა ბავშვების სკოლის მოსამზადებელი კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო. სურდოპედაგოგი.

წყარო: გაზეთი - "სახალხო განათლება +" N8(4547).-თბ., 2017.- 12 აპრილი, გვ.5

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია

  • არითმეტიკა : სახელმძღვ. ყრუ ბავშვთა სკოლის IV კლ. (თანაავტორი). - თბილისი, განათლება, 1969. - 194გვ.

გააზიარე: