შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე შიმკევიჩი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი. 1867-1875წწ. სწავლობდა სანკტ-პეტერბურგის კარლ მაის სახ. სკოლაში, 1883 წელს დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. 1885-1991წწ. იყო თბილისის საქალაქო არქიტექტორი; 1905-1906წწ. არქიტექტურისა და ხატვის მასწავლებელი თბილისის სამხატვრო სასწავლებელში; ძირითადად მისდევდა რენესანსულ, ბაროკოულ სტილიზაციას (ამ ხაზიდან გადახვევა იშვიათი იყო - "ისლამური სახლი" დ. უზნაძის N19; 1885); ავტორია რევოლუციამდელი თბილისის რამდენიმე უმთავრესი სახაზინო და საზოგადო შენობისა: სასამართლოს შენობა, კონსერვატორია, შოთა რუსთაველის სახ. თეატრი; 1892 წლამდე ხელმძღვანელობდა თბილისის ოპერის თეატრის მშენებლობას; საცხოვრებელი სახლები: პ. ინგოროყვას N6 (1886), დ. ჭონქაძის N8 (სიმკევიჩის საკუთარი სახლი, 1888), დავით აღმაშენებლის პრ., N79 (ანჯელო ანდრეოლეტის ყოფილი სახლი, 1901) და სხვა; 1880-1900 წლების თვალსაჩინო არქიტექტორი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თბილისის მშენებლობაში; ეროვნებით პოლონელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.926; კარლ მაის სკოლის მეგობართა საზოგადოება: kmay.ru; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.309 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |