შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსი შჩუსევი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიშინიოვი, მოლდოვეთი. 1891-1997წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1926-1929წწ. ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორი; 1946-1949წწ. მოსკოვის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორი; 1913 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი შემოქმედების მიღწევად ითვლებოდა ვ. ი. ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში; ავტორია მარქსიზმ-ლენინიზმის საქართველოს ინსტიტუტის ფილიალის შენობისა (1938) თბილისში, სასტუმრო "ინტურისტისა" (1939) ბათუმში; მუშაობდა ქალაქთმშენებლობაში; მას ეკუთვნის დიდი სამამულო ომის დროს დანგრეული ქალაქების: ისტრის (1942-1943), ნოვგოროდის (1943-1945) და სხვათა აღდგენის პროექტები; ავტორია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა არქიტექტურაში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 275 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |