The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი შჩუსევი

ალექსი შჩუსევი
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:24 მაისი, 1949  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიშინიოვი, მოლდოვეთი.

1891-1997წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1926-1929წწ. ტრეტიაკოვის გალერეის დირექტორი; 1946-1949წწ. მოსკოვის არქიტექტურის მუზეუმის დირექტორი; 1913 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; მისი შემოქმედების მიღწევად ითვლებოდა ვ. ი. ლენინის მავზოლეუმი მოსკოვში; ავტორია მარქსიზმ-ლენინიზმის საქართველოს ინსტიტუტის ფილიალის შენობისა (1938) თბილისში, სასტუმრო "ინტურისტისა" (1939) ბათუმში; მუშაობდა ქალაქთმშენებლობაში; მას ეკუთვნის დიდი სამამულო ომის დროს დანგრეული ქალაქების: ისტრის (1942-1943), ნოვგოროდის (1943-1945) და სხვათა აღდგენის პროექტები; ავტორია 200-მდე სამეცნიერო ნაშრომისა არქიტექტურაში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.929; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1990-)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1943-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1948 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1930 - სსრკ დამსახურებული არქიტექტორი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: